12, სექტემბერი 2019 09:50:00
ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. მედიკოსებს დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყვათ. თვითმხილველების თქმით, ქალი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა, თუმცა ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობდა.
ავარიის გამო, რუსთაველის ქუჩის ერთ ზოლში მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი