12, სექტემბერი 2019 20:50:00
სახალხო ზეიმი ჩაქვისთაობა ჩაქვში. ადგილობივებმა მივიწყებული ტრადიები გააცოცხლეს, გაიმართა სპორტული აქტივობები და მოეწყო გამოფენები.
ასე იზეიმეს „ჩაქვისთაობა“ სოფლის ცენტრში, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ტრადიციად ქცეულ სახალხო ღონისძიებაზე სპორტული აქტივობებიც გაიმართა, აქვე მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.
სახალხო დღესასწაული, რომლის დროსაც სოფლის ტრადიციები წარმოაჩინეს ადგილობრივებთან ერთად, მიწვეული სტუმრები და ტურისტებიც მრავლად იყო. ღონისძიება სოფლის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„ჩაქვისთაობა“ როგორც სახალხო ზეიმი მესამე წელია, ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება.