18, აპრილი 2017 17:08:00
აჭარაში მოქმედ საჯარო სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს სავარაუდოდ, აჭარის განათლების სამინისტრო დანიშნავს. ცვლილებებს „ზოგადი განათლების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი უმაღლესი საბჭოა. დღეს არსებული კანონის თანახმად, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს განათლების მინისტრი ნიშნავს . უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ლადო მგალობლიშვილის განმარტებით, მოქმედი მოდელი პროცესს აჭიანურებს და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას თვეზე მეტი სჭირდება. დღეისათვის აჭარაში მოქმედი 225 საჯარო სკოლიდან 150 სკოლაში დირექტორის ფუნქციას ფუნქციას მოვალეობის შემსრულებელი ასრულებს.