16, სექტემბერი 2019 04:26:00
15 სექტემბერს, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძემ (82 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. გობაძემ ფინალში აზერბიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი 5:3 დაამარცხა.
გადამწყვეტ ბრძოლმდე ლაშამ ამერიკელ ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს 7:0, ჩინელ ჰაიტაი ქიანს 9:0 და უზბეკ ნურბეკ ჰაშიმბეკოვს 3:1 მოუგო. დღეს მსოფლიოს ჩემპიონი აგრეთვე ნუგზარ წურწუმია (55 კგ) გახდა, გიორგი მელია (97 კგ) კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
წყარო: sportall.ge