16, სექტემბერი 2019 12:23:00
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.
კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. სხვაობა კი დაახლობით, 500 ლარი იყო.
სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს 913.5 ლარი, ხოლო კაცებს - 1 419.8 ლარი აქვთ. ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა.ც