16, სექტემბერი 2019 19:16:00
ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა. ბავშვები ასაკი 2 და 4 წელi იყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, მოხდა და ახლობლებმა დაღუპულები დღეს აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა.
წყარო: IPN.GE