17, სექტემბერი 2019 12:21:00
ელექტროშოკის აპარატით ან ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზჭერაზე პასუხისმგებლობა გამკაცრება იგეგმება.
ამის შესახებ „მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია“ აღნიშნული.
კერძოდ, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ქმედება, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას (დანაშაულს)წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. ეს კი ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი წარმოადგენ პრეიუდიციულ ნორმას, კერძოდ თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას (დანაშაულს) მხოლოდ ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ.
წყარო : bpn