17, სექტემბერი 2019 14:32:00
მაშ ასე, იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებს ავუკრძალოთ სოციალურ ქსელებში „დროის დაკარგვა“, შეგვიძლია, „ფეისბუკში“ გატარებული დრო მიზნობრივად გამოვაყენებინოთ და კრიტიკული აზროვნების განვითარებას დავუთმოთ:
1. იფიქრეთ მიზნებზე და არა პლატფორმაზე
სტუდენტებს მიეცით მიზანი, დავალებები და არა უბრალოდ ტექნოლოგია თუ გაჯეტები.
2. გამოიყენეთ სოციალური მედია კონტექსტუალიზაციისთვის
მოსწავლეებს მიეცით საშუალება სოციალურ ქსელში გამოხატონ საკუთარი პოზიცია, იდებატონ და ჩამოაყალიბონ საკუთარი ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ.
3. ინტელექტუალური ტოლერანტობა
სოციალური ქსელი იძლევა საშუალებას „შეხვდე“ შენგან რადიკალურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს, გაიგო მისი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე და ახსნა მოუძებნო მას. რა თქმა უნდა, მარტივი არაა „იყო კეთილი“ შენი იდეების დამგმობი ადამიანის მიმართ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ბავშვებს გამოუმუშავებს სხვისი იდეების შეფასების,გააზრებისა და ადამიანების პატივისცემის უნარს, მიუხედავად მათი ურთიერთსაპირისპირო შეხედულებებისა.
4. კომფორტის ზონის გაფართოება
გამოიყენეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და დაეხმარეთ მოსწავლეებს დაუკავშირდნენ და გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. დაუსვან კითხვები საკუთარი კულტურის შესახებ და დაინტერესდნენ მათი ცხოვრების წესით.
5. ცოდნის კატეგორიები
პრაქტიკა და თეორია, აკადემიური და რეკრეაციული,კრეატიული და ინდუსტრიული – დაეხმარეთ მოსწავლეებს გაიაზრონ ცოდნის ყველა ასპექტი და დაანახეთ, რა როლს თამაშობს განათლებაში სოც.მედია, რა უნდა იყოს მათი მიზანი „ფეისბუკში“ გართობის პარალელურად.
6. შემეცნებითი ცნობიერების ამაღლება
ახალი იდეა აქვთ? გაუზიარონ ის თანატოლებსა თუ შესაბამის სფეროში კომპეტენტურ ადამიანებს. იმუშაონ იდეის დახვეწაზე.