17, სექტემბერი 2019 20:55:00
კვლევაში მაღალი შეფასება მოჰყვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, თუმცა მთავარ გამოწვევად საზოგადოების მხრიდან რჩება წამლების მაღალი ფასი და ექიმთა პროფესიონალიზმი. განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გამო, სამედიცინო მომსახურებისა (54 %) და წამლის ყიდვის გადადება (50 %) მოუწია. კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.