17, სექტემბერი 2019 20:45:00
ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის მოქალაქეები 5-ის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდებიან. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საფასურის გადახდის გარეშე მგზავრობაზე სანქცია გაოთხმაგდა. ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ საჯარიმო სანქციის გაზრდა უბილეთოდ მგზავრობის პრევენციაზეა გათვლილი.