18, სექტემბერი 2019 20:59:00
მას შემდეგ რაც შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა დაუსაბუთებელ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. როგორც შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა 2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მეხუთე ადგილზეა. ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურსაც შეხვდა და ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომელის ფარგლებშიც საქართველო და შვეიცარია მიგრაციის კუთხით არსებულ თანამშრობლობას კიდევ უფრო გააფართოებენ.