18, სექტემბერი 2019 20:45:00
მედიატური ჩაისუბნის სათავე წყლის და წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე.აქტივობა „ბათუმის წყალმა“ მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღესთან დაკავშირებით მოაწყო. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს სათავე ნაგებობა, ინჯალოს წყლის რეზერვუარი და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები. სასმელი წყლის მოპოვება და მოსახლეობამდე დისტრიბუცია რამდენიმე ეტაპს გადის: წყალაღება, დამუშავება, რეზერვუარამდე მიტანა, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება და საბოლოოდ, წყალარინების გაწმენდითი სამუშაოები. მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღე 2003 წელს დაწესდა.