19, სექტემბერი 2019 09:22:00
საქართველოში ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე დიზელის საწვავის ფასის ზრდა შეინიშნება. ჩვენი ინფორმაციით, ფასების ზრდა დაახლოებით 2-6 თეთრია. ძირითადად ფასებმა ვისოლის და გალფის ბენზინგასამართ სადგურებზე მოიმატა.
ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ერთი ლიტრი ევროდიზელი სხვა კომპანიებთან შედარებით თითქმის ათი თეთრი ღირს და შეადგენს 2 ლარს და 77 თეთრს, სხვა სადგურებზე კი აღნიშნულ საწვავზე ფასი 2.60 ლარიდან 2.66 ლარამდე მერყეობს.
ბენზინზე და თხევად გაზზე ფასების ზრდა არ მომხდარა.
წყარო: primetime.ge