19, სექტემბერი 2019 21:35:00
ხმაურიანი საკრებულოს სხდომა ბათუმში. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები ამჯერად ერთმანეთს ბაღებში არსებული მდგომარეობის გამო დაუპირისპირდნენ. მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, ის ფაქტი, რომ ათასობით ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიღმა დარჩა. დეპუტატებმა იკამათეს კიდევ სხვა საკითხებზეც. დეტალებს ჩემი კოლეგა გიამბობთ
ბათუმის საკრებულოს სხდომა ტრადიციულად ხმაურით დაიწყო. ნაციონალურმა მოძრაობამ, მმართველ გუნდს, სკოლამდელი აღზრდის სისტემის გადახედვისკენ მოუწოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, 1 600 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის გარესე დარჩა. საკრებულოს თავმჯდომარე უმცირესობას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ საკითხი გადასახედია.
საკრებულოს დადგენილებით, დღეიდან, ძალაში შევიდა იაფი სახლის ბენეფიციართა შერჩევის დაწყების პროცესი. განაცხადების მიღება, იმ დოკუმენტების, დაკონკრეტების შემდეგ დაიწყება, რომლებიც ფართის მსურველებმა უნდა წარადგინონ. ოჯახებს ქონების გამოსასყიდად 15 წლიანი პერიოდი ექნებათ, შემდეგ კი, საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.
საკრებულოს სხდომაზე, მუნიციპალური ტრანსპორტით, უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმის გაოთხმაგებასაც დაუჭირეს მხარი. ცვლილება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით განხორციელდა. მომხსენებლის განმარტებით, საჯარიმო სანქციის გაზრდა უბილეთოდ მგზავრობის პრევენციაზეა გათვლილი.
სხდომაზე საუბარი შეეხო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებსაც, რომელიც შემოსულობების ხარჯზე ოთხი მილიონი ლარით გაიზარდა. საიდანაც, ორ მილონამდე ლარის გამოყოფა, ნაციონალურმა მოძრაობამ გააპროტესტა. მერიის წარმომადგენელმა კი, გადაწყვეტილება სამუშაო კონტრაქტების გახანგრძლივებით ახსნა.
დღევანდელ სხდომაზე, ბათუმში, მაზნიაშვილის 37 ნომერში მცხოვრებლებიც იმყოფებოდნენ. პროცესის მიმდინარეობისას მათ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს, თუმცა დასრულების შემდეგ პრეტენზიები საკრებულოს თავჯდომარე სულიკო თებიძემ პირადად მოისმინა.
საკრებულოს დღევანდელ სხლდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისიწინებული, 7 საკითხი განიხილეს. მათ შორის, იყო შპს „ბათუმის დინამოს“ 100%იანი წილის აჭარის მთავრობისთვის გადაცემა.