20, სექტემბერი 2019 21:10:00
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’ - აჭარა, ამ თემატიკის, სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ორი დღის განმავლობაში, ქართველი და უცხოელი, 150 დელეგატი, სოფლის ტურიზმის პოტენციალზე, პერსპექტივებსა და განვითარების ტენდენციებზე ისაუბრებს, ასევე, განიხილავენ სტუმართმასპინძლობას, როგორც ტურისტული პროდუქტს. ღონისძიებაზე პრეზენტაციებს გერმანელი, ბელგიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები წარადგენენ. შეხვედრა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს.