20, სექტემბერი 2019 22:50:00
ბათუმის დინამოს მორიგი გამარჯვება. დღეს ანგისის სტადიონზე მისი მოწინააღმდეგე თბილისის საბურთალო იყო. ბათუმელებმა სტუმრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გოლი საბურთალოელების კარში მეორე ტაიმში, ფლამარიონმა გაიტანა. მოგვიანებით, რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე კარის მიმართულებით შეიქმნა, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას მეტი გოლი აღარ გასულა. დღევანდელი თამაშის შედეგად, დინამო ეროვნულ ლიგაში პირველობას ინარჩუნებს. გუნდს მორიგი თამაში ქუთაისში, ტორპედოსტან 29 სექტემბერს აქვს