22, სექტემბერი 2019 09:55:00
ძლიერი ქარის შედეგად, ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ხე გადატყდა და ბედინაძის საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევა დილით, დაახლოებით 7 საათზე მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახის ახლობლების ცნობით, ფაქტის შესახებ მერიას და შესაბამის უწყებას აცნობეს, თუმცა ტერიტორიაზე ამ დრომდე არავინ მისულა. შემთხვევის შედეგად, სოფლის გზა პარალიზებულია. დასახლებას არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.