03, ოქტომბერი 2019 16:45:00
ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ,,აჭარის აგრარული შესაძლებლობები’’ გაიმართა. ფორუმზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრეზენტაცია, ,,სოფლის მეურნეობა აჭარის რეგიონში’’ წარადგინა. ღონისძიებას 10 უცხო ქვეყნის 20-მდე კომპანია, ასევე მეწარმეები დაეწრნენ. ფორუმზე უცხო ქვეყნის კომპანიები რეგიონში წარმოებული პროდუქციას და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს გაეცნენ.