03, ოქტომბერი 2019 20:35:00
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მსოფლიო ჩემპიონ, ლაშა გობაძესთან შეხვედრა გაიმართა. სპორტსმენმა ყაზახეთში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. მას წარმატება მიულოცეს და ფულადი ჯილდო გადასცეს.