04, ოქტომბერი 2019 17:30:00
აჭარის ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ ქართული ღვინო და ჩურჩხელა დააგემოვნონ, ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღონ აჭარაში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობის შესახებ. პარიზის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც მთელი მსოფლიოდან, ტურიზმის ინდუსტრიის 522 კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი.