04, ოქტომბერი 2019 17:31:00
როგორ მიმდინარეობს იტალიური ენის სწავლება სკოლებში? დღეს პროცესს აჭარის განათლების მინისტრი იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლაში გაეცნო. იტალიური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა სკოლებში 2018 წლიდან ისწავლება. პროექტის კოოორდინატორი ქართულ -იტალიური საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მინერვაა“. პროგრამაში რეგიონის მასშტაბით 5 საჯარო სკოლა : ბათუმის პირველი, მეორე და მეექვსე, ასევე ქობულეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლები.