04, ოქტომბერი 2019 17:33:00
4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ხშირია ცხოველთა წამების ამსახველი კადრები. შნაგან საქმეთა სამინისტრო ცალკეულ შემთხვევებზე გამოძიებას აწარმოებს, თუმცა ოთხფეხა მეგობრების უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის და კანონია გასამკაცრებელი. და მაინც რატომ აწამებენ ადამიანები ცხოველებს? სპეციალისტების შეფასებით, თუ კი მოზარდს ბავშვობიდანვე არ ვასწავლით სიყვარულს, შესაძლოა ის პოტენციური მკვლელი გაიზარდოს. საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს აღინიშნა.