04, ოქტომბერი 2019 17:36:00
დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე ასაკის ბავშვთათვის რეფერირების ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფო შეძლებს, რომ ბავშვზე მორგებული, ქცევის კორექტირებაზე მიმართული პასუხი უზრუნველვყოს, რომელიც იქნება ჰუმანური, მაგრამ ამავე დროს დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკუთარი მონახაზები წარმოადგინეს.