04, ოქტომბერი 2019 20:50:00
ძველ ბათუმში კიდევ ორი ისტორიული სახლი დაინგრევა. ბათუმის მერიის სამშენებლო ნებართვის საფუძველზე გენერალ მაზნიაშვილისა და ნოე ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების ნაცვლად 5 სართულიანი სასტუმრო აშენდება. სამუშაოებს შპს „პროგრეს სიტი“ ასრულებს, კომპანიამ ტერიტორია უკვე შემოღობა. ბათუმის მერიაში სატელევიზიო კომენტარიბ არ გაკეთდა.სიტყვიერად კი განმარტეს, რომ დამკვეთმა სამშენებლო ნებართვა მერიისგან სასამართლო გადაწყვეტილებით მიიღო.