04, ოქტომბერი 2019 20:45:00
4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ლიკა, თინა და კიდევ ერთი ლიკა- გაგაცნობთ ოთხფეხა მეგობრებზე შეყვარებულ ადამიანებს , რომლებსაც მზრუნველობა პასუხისმგებლობად ექცა. რა პოლიტიკა აქვს ქვეყანას მიუსაფარ ცხოველთა მოვლა - პატრონობის კუთხკით და სად ირღვევა მათი უფლებები?ვნახოთ სიუჟეტი
ლუსის და ბელას 23 წლის ლიკა უკვე 2 თვეა ზრდის. მეპატრონეს მათთან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკავშირებს. ამბობს, რომ ოთხფეხა მეგობრებში ყველაზე სანდო მეგობარი იპოვა.
ცხოველებისადმი სიყვარული ბავშვობაში შთაუნერგეს. დღემდე, ქუჩის მაწანწალა ძაღლებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ. ამბობს, რომ ოთფეხა მეგობრებს ემოციების გადმოცემა ყველაზე კარგად შეუძლიათ.
თინა ეიდი კიდევ ერთი ცხოველთა მოყვარულია. ქალს თავშეფრის გარეშე დარჩენილი ცხოველები სახლში მიჰყავს და უვლის. ამბობს, რომ ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა მისი ყოველდღიურობაა.
ლიკა ღოღობერიძე საკუთარ ოთხფეხა მეგობართან ერთად ქუჩაში დარჩენილ ცხოველებსაც უვლის. დღემდე 100-მდე ძაღლსა და კატას უპოვა თავშესაფარი.
საქართველოში, ცხოველთა წამების ამსახველი კადრები ხშირია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკეულ შემთხვევებზე გამოძიებას აწარმოებს, თუმცა ოთხფეხა მეგობრების უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის და კანონია გასამკაცრებელი.
4 ოქტომბერი, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში პირველად 2009 წელს აღინიშნა.