06, ოქტომბერი 2019 22:48:00
ბათუმის და თბილისის დინამოს შეხვედრა ფრედ დასრულდა. ორივე გუნდმა თითო გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. ანგარიში ბათუმმა გახსნა, თბილისის დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბათუმის დინამოს თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა ზუსტად შეასრულა.
ბათუმის დინამოს კარში გოლი 82-ე წუთზე გავიდა. ანგარიში თბილისის დინამოს თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გაათანაბრა. მატჩის დაწყებამდე, აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ კლუბი უკვე ოფიციალურად მართვაში შპს „ლამინი ჯგუფს“ გადასცა და შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა.
მანამდე კი სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს სიტყვით ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, „ლამინი ჯგუფის“ მფლობელმა, არჩილ ბერიძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართეს.