07, ოქტომბერი 2019 17:20:00
ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით კანონდარღვევაში ადანაშაულებს. წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერმა წევრებმა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამ ფორმით ისინი განკარგულების გაუქმებას ითხოვენ. საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას კი შემდეგი განცხადებით ეხმიანება: „ყველას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს ყველა იმ საკითხზე რა ნაწილშიც თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა".