08, ოქტომბერი 2019 10:03:00
ბათუმში, გეგებაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "TV 25"-ს თვითმხილველი უყვება ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარი ადმინისტრაციული სამართალდღვევაა და მძღოლები დააჯარიმეს.
ფოტო: თამაზ ბაკურიძე