09, ოქტომბერი 2019 16:59:00
ბათუმში, მეორე დღეა „მაქსიმის“ მძღოლები გაფიცულები არიან. პროტესტი მიზეზი მგზავრობის ტარიფია. მძღოლები ამტკიცებენ, რომ კომპანია ძველ ტარიფს მათ ხარჯზე ინარჩუნებს. დასაქმებულები ტარიფის გაზრდას ითხოვენ. მათი პოზიციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კი აქციების გაგრძელებას გეგმავენ. კომპანია მძღოლების გამაფრთხილებელ პროტესტს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.