09, ოქტომბერი 2019 16:55:00
ქობულეთში, 27 წლის კაცი, კისრის არეში დაჭრილი იპოვეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ, დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეზობლები ამბობენ, კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრმა იპოვეს, სხვა ინფორმაციას კი ისინი არ ფლობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მასალა თავდაპირველად აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა.