10, ოქტომბერი 2019 16:50:00
აჭარის სავაჭრო სამრეწვლო პალატას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნიკა ჩხარტიშვილს მხარი დელეგატების უმრავლესობამ დაუჭირა. იგი ორგანიზაციას ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს. მისი კონკურენტი დალი მახარაძე იყო. ჩხარტიშვილი სავაჭრო სამრეწველო პალატის მესამე არჩეული ხელმძღვანელია. იგი დღემდე აჭარის მთავრობის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი იყო. სავაჭრო სამრეწველო პალატას მანამდე ზედიზედ ორჯერ, თამაზ შავაძე ხელმძღვანელობდა.