10, ოქტომბერი 2019 16:22:00
მარნეულში, ჩაიხანაში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ფოტო: არქივიდან