10, ოქტომბერი 2019 16:35:00
„მეგობრობის პალიტრა - წელიწადის 4 დრო“ - ბათუმში საერთაშორისო ფესტივალის შემოდგომის სეზონი გაიხსნა. პლენერი 10 დღის მანძილზე გრძელდება. მასში მონაწილეობას უცხოელი და ქართველი მხატვრები იღებენ. ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გაიხსნა უკრაინელი მხატვრების გამოფენა.