11, ოქტომბერი 2019 09:55:00
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) დაჟინებული მოთხოვნითა და ირანის ხელისუფლების თანხმობის შემდეგ, ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად, ირანელი ქალები თეირანში მსოფლიოს თასის შესარჩევ მატჩს დაესწრნენ.
ფეხბურთის მატჩს, რომელიც ირანის ეროვნულ ნაკრებსა და კამბოჯელ ფეხბურთელებს შორის დღეს, 10 ოქტომბერს გაიმართა, 4000-მდე ქალი დაესწრო. ირანში ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება 1981 წლიდამ ეკრძალებათ, მას შემდეგ რაც ირანის ისლამურმა რევოლუციამ დასაბამი მისცა ქვეყანაში ფაქტობრივ თეოკრატიულ მმართველობას.
აღსანიშნავია, რომ ირანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს არ ეძელვათ უფლება, დაესწრონ საფეხბურთო მატჩებს. საუდის არაბეთმა სულ ცოტა ხნის წინ მოხსნა მსგავსი აკრძალვა. მიუხედავად იმისა, რომ ფიფა-ს მოთხოვნით, ირანელ ქალებს ნება მიეცათ დაესწრონ საერთაშორისო მატჩებს, ისინი კვლავინდებურად ვერ შეძლებენ შიდა ეროვნულ მატჩებზე გულშემატკივრობას.
სექტემბერში ახალგაზრდა ქალმა ირანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როდესაც ის აკრძალვის მიუხედავად, ცდილობდა საფეხბურთო მოედანზე შეეღწია.
წყარო: GHN