11, ოქტომბერი 2019 10:08:00
ანზორ ბოლქვაძე საპატიო ქედელი გახდა - ამის შესახებ "TV 25"-ს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტეს, დეპუტატის საპატიო ქედელად დასახელების გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ მიიღო. სხვადასხვა ნომინაციაში, ჯამში 7 საპატიო ქედელის დასახელებაა დაგეგმილი.
საპატიო ქედელებს დღეს, სახალხო ზეიმზე დაასახელებენ. ღონისძიება 12 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ანზორ ბოლქვაძე მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. იგი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.