11, ოქტომბერი 2019 17:10:00
300-მდე გადარჩენილი სიცოცხლე, უპრეცედენტო რაოდენობის მაშველი შავი ზღვის სანაპიროზე და ოპერაციებში ჩართული დრონი- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საზღვაო სეზონი შეაჯამა. მაშველებს გამოჩენილი სიმამაცისთვის სიგელებიც გადაეცათ.
ოთხი წელია სამაშველო სამსახურში მუშაობს და ამბობს, რომ ბევრჯერ მათ საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ. მოქალაქეებს სთხოვს, რომ საკუთარ სიცოცხლესთან ერთად მაშველებსაც
წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. მაშველებმა სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანიც იპოვეს.
სანაპირო ზოლებზე განლაგდა ახალი სამაშველო საგუშაგოები, განახლდა სამაშველო კოშკურები, გაუმჯობესდა წყალზე სამაშველო ტექნიკა და დაემატა საჭირო აღჭურვილობა. წელს, პირველად გამოჩნდნენ გოგო მაშველები, ასევე, პირველად ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში ტექნოლოგიური სიახლე - დრონი.
დღეს საზღვაო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ბათუმში, სეზონური მაშველები სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონებიდან შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თითოეულ სეზონურ მაშველს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის ერთგულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.