14, ოქტომბერი 2019 15:29:00
ირლანდიასთან ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, გიბრალტართან გამართავს.
ვლადიმირ ვაისის გუნდი უკვე გიბრალტარშია და მატჩის წინა ვარჯიშისთვის ემზადება.
ცნობილია, რომ ნაკრებს ამ მატჩში ერთბაშად 4 ფეხბურთელი დააკლდება.
ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, დღეს დილით თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი, საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა.
ასევე ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია.