14, ოქტომბერი 2019 16:35:00
„ერთად შევამციროთ ნარჩენები“- აქცია ბათუმის ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. საზოგადოება „წითელი ჯვრის“ მოხალისეებმა ტერიტორია დაასუფთავეს. აქციის მიზანი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი კატასტროფების შემცირების ხელშეწყობაა. აქტივობა პროექტის „მზად ვართ რეაგირებისთვის“ ფარგლებში დაიგეგმა.