14, ოქტომბერი 2019 19:17:00
იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისს“ უკვე 55 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Kyodo ავრცელებს.
კიდევ 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.
ადგილობრივ სინოპტიკოსთა განცხადებით, „ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია. იაპონიის ზოგიერთ რეგიონში დღე-ღამეში მოსულმა ნალექმა წლიური ნორმის 40% შეადგინა.
100 000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი. ადიდდა რამდენიმე ათეული მდინარე, შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლა.