14, ოქტომბერი 2019 20:50:00
16 წლის ბიჭი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, ოცნების ქალაქში ცხოვრების სირთულე და ბრძოლა ყოველდღიურ პრობლემებთან შიშველი ხელებით. ახალგაზრდას, რომელსაც გადაადგილების და მეტყველების უნარი აქვს წართმეული, თქვენი დახმარება სჭირდება.
,,ოცნების ქალაქი“ ქოხი ნომერი 264. 16 წლის გიორგი ნინიძე 9 წელია პალენცეფალიტის დიაგნოზით ცხოვრობს. მისთვის საჭირო წამლების შესაძენად დედა მეზობელ ქვეყანაში ყოველკვირეულად დადის, რადგან ერთიანად შესაძენი თანხა არასდროს აქვთ. მედიკამენტების გარდა, მას ჰიგიენის საშუალებებიც ესაჭიროება.
გიორგი საკვებს სპეციალური ზონდის მეშვეობით ღებულობს, მას გადაადგილების და მეტყველების უნარიც წართმეული აქვს. მკურნალობისა და მოვლის ხარჯების ზრდასთან ერთად, ოჯახი იძულებული გახდა ,,ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულიყო, რადგან ბინის ქირას ვეღარ იხდიდა. აქ საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმეა, რის გამოც გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხშირად უარესდება.
ნინიძეების ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენჯერმე ესტუმრნენ და დახმარებაც გაუწიეს, თუმცა მთავარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საცხოვრებელი პირობების დაუყოვნებლივ შეცვლაა.