15, ოქტომბერი 2019 16:50:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 32 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.