15, ოქტომბერი 2019 10:57:00
19 ოქტომბერს სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ინფორმაციით, წლის ყველაზე გემრიელი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება.
სტუმრებს საშუალება ექნებათ ყველა სახეობის უგემრიელესი ხაჭაპური დააგემოვნონ და ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასებს დაესწრონ. ფესტივალზე ხაჭაპურის კონკურსი გაიმართება, სადაც გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.