15, ოქტომბერი 2019 16:35:00
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველებს უსმენენ. გასაუბრება კომისია 10 კანდიდატს გაესაუბრება. შეხვედრას დღეს კომისიის მხოლოდ 4 წევრი ესწრება. კანდიდატებს პრეზენტაციისთვის 10 წუთი აქვთ, 20 წუთი კი, კითხვა-პასუხს ეთმობა, კომისიის წინაშე უკვე წარსდგნენ სოსო სტურუა, თამილა დოლიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ბეჟან გობაძე, გელა ღოღობერიძეს , სოფიო კობალაძე, დიანა ვაშაყმაძე. მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი სულ 23 პირმა გამოთქვა, მეორე ეტაპზე კი 19 გადავიდა.