16, ოქტომბერი 2019 20:35:00
გიორგი ერმაკოვი პატიმრობა რჩება. გირაოს სანაცვლოდ ბათუმის ყოფილი მერი არ გაათავისუფლეს . გადაწყვეტილება დავით მამისეიშვილმა დღეს გამოაცხადა. მოსამართლემ რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. ხედავენ თ არა მის ამ სვლაში პოლიტიკურ გავლენებს და როგორ შეფასდა საზოგადოებაში მამისეიშვილის გადაწყვეტილება? გულნარა ლეფსაია გიამბობთ
მოსამართლემ გიორგი ერმაკოვისა და კიდევ ორი პირის წინასწარპატიმრობაში დატოვების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. დავით მამისეიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ, სასამართლო გაგამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, შესაძლოა ბრალდებულის ოჯახის წევრები, საცოხვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ. მისივე თქმით, ზარალის ოდენობა და შეთავაზებული თანხა ერთმანთის არაპროპორციულია.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, დავით მამისეშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ეს მოქმედი მერის მიერ ბრადლებულებთან გაფორმებული ხელშეკრულებაა. საუბარია შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც ლაშა კომახიძე თანახმაა, რომ თუ ბრალდებულებს ბრალი დაუმტკიცდებათ, ისინი უწყებას თანხას სრულად აუნაზღაურებენ, სანაცვლოდ კი საპატიმროს დატოვებენ. მოსამართლემ ბრალდების მოსაზრება გაიზიარა და მიიჩნიეს, რომ ლაშა კომახიძეს ამ დოკუმენტის გაფორმების უფლება არ ჰქონდა.
სასმართლომ ტესტი ვერ გაიარა - ასე აფასებს მოსამართლის გადაწყვეტილებას გიორგი ერმაკოვის ინტერესების დამცველი. ლევან მახარაშვილის თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ სასამართლო საქმეზე გამამართლებელ განაჩენს არ გამოიტანს.
მოსამართლის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ გავლენებს არ გამორიცხავ კიდევ ერთი ბრალდებულის, ეგარსლან ლომაძის ადვოკატი. რამინ პაპიძისთვის მიუღებელია მერიის მაღალჩინოსნების პატიმრობაში დატოვების მიზნით, მოსამართლის მიერ დასახელებული მოტივიც.
ის, რომ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა შეეძლო, ამაზე საქმის კიდევ ერთი ბრალდბეულის ადვოკატიც საუბრობს. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული თენგის პეტრიძის ინტერესების დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატებს ამისთვის საკმარისი არგუმენტები ჰქონდათ.
მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მორიგი სასამართლო სხოდმა, 24 ოქტმბერს გაიმართება.