17, ოქტომბერი 2019 16:50:00
სტუდენტური თვითმართველობის არჩვენები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კენჭისყრის პროცესი დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტებზე მიმდინარეობს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით პროცესი მშვიდ გარემოში ხორციელდება. არჩევნები 15 ოქტომბერს დაიწყო და ხვალ უნდა დასრულდეს. კენჭისყრა სულ 7 ფაკულტეტზე გაიმართება.