17, ოქტომბერი 2019 16:30:00
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვანი მაკიაჟით და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი ვარცხნილობით ცეკვავს, დღეს საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა. ვიდეოს ასიათასობით ნახვა აქვს. რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი იმიჯით ბავშვისთვის ვიდეოს გადაღება და ფეისბუქზე ატვირთვა, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს და რა რეაგირება უნდა მოყვეს ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან? საკითხთან დაკავშრებით ჩვენ ვრცელ რეპორტაჟს ვამზადებთ , რომელსაც მთავარ გამშვებაში შემოგთავაზებთ და ახლა კი თემას განვიხილავთ სტუმართან ერთად , მაცნეს კითხვებს თიკო აბაშიძე უპასუხებს, რომელიც დღის ცენტრ „იალქანის“ დამფუძვნებელია.