არასრულწლოვანი მაკიაჟით, ბავშვისთვის შეუსაბამო ვარცხნილობით და სექსუალური მიხვრა-მოხვრით. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა. მესამე სექტორის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და ბავშვთა უფლებების დამცველები თანხმდებიან, რომ ამით მოზარდის უფლებები დაირღვა. საწინააღმდეგოს თვლის და უფრო მეტიც, თავს იმართლებს გოგონას დედა, რომელმაც ვიდეო ფეისბუქზე ატვირთა. სოციალური მოსმახურების სააგენტომ ფაქტის მოკვლევა დაიწყო.
სატელეფონო ბავშვის დედის (ყველამ მის შვილს მიხედოსო)
ეს 7 წლის ბავშვის დედის კომენტარია, რომლის ვიდეოსაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ვანდა ბარგატია ამბობს, რომ მისი შვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია და ფოტოების გამოქვეყნება სხვადასხვა კომპანიის რეკლამებს უკავშირდება. მიაჩნია, რომ ეს მისი როგორც მშობლის უფლებაა და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტის გახმაურებით საკუთარ პიარზე ზრუნავენ.
კადრებმა, რომელიც 7 წლის ბავშვის მშობლებმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში განათავსეს და რომელშიც არასრულწლოვანი მაკიაჟით და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი ვარცხნილობით ცეკვავს, უფლებადამცველების კრიტიკა გამოიწვია.
ფონდ ,,იალქანი“-ს დამფუძნებელი სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებასა და არსებულ ბერკეტებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
ბავშვის ფოტოებისა და ვიდეობის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას არარეკომენდებულად მიიჩნევს ფსიქოლოგი. ქეთი ბერიძე ამბობს, რომ ასაკისთვის შეუფერებელმა ვიზუალმა შესაძლოა, მოზარდის ფსიქოლოგიასა და მომავალ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაქცია ხისტი არ უნდა იყოს. ცოტნე ანანიძე მშობლებთან სამუშაეობის ჩატარების აუცილებლობას ხედავს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი მუშაკი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში ოჯახთან ფსიქოლოგი მუშაობს. რეკომენდაციების არ გათვალისწინებიის შემთხევვაში კი სამსახური სასამართლოს მიმართავს.
ჩვენი ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტო ოჯახს დაუკავშირდა და ბავშვის მშობლები გასაუბრებაზე დაიბარეს. გამოიღებს თუ არა შედეგს სოციალური აგენტების ჩართულობა, ან მიეცემა თუ არა მსვლელობა საქმეს - უკვე აგენტების მუშაობაზეა დამოკიდებული.
ჩვენ სიუჟეტში შეგნებულად არ გიჩვენეთ არასრულწლოვნის ის ვიდეო მასალა,რომელსაც სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებები მოჰყვა. ვინაიდან ბავშვების უფლებები ყველაზე ადვილად შეიძლება დაირღვეს, მათ შორის მშობლების მხრიდანაც, სწორედ ამიტომ მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას მოზარდის ინტერესები, ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას, სტიგმატიზებას და სტერეოტიპების გამყარებას.