25, აპრილი 2017 17:02:00
ბათუმში მუსიკალური ფესტივალი ,,European Spring Sound 2017“ სრულდება. პირველ საერთაშორისო ფესტივალს შოტლანდიური როკ-ჯგუფი “Nazareth”-ი დახურავს. ,,European Spring Sound 2017“ 21 აპრილს დაიწყო. ფესტივალის ფარგლებში ქართული ფოლკლორის, უკრაინული ეთნოპოპის, უნგრეთის სახელმწიფო თეატრის სოლისტების, სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ჩატარდა. ასევე წარმოდგენილი იყო ბუდაპეშტის ცეკვის აკადემიის კორდებალეტის ნიმუშები. ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.