21, ოქტომბერი 2019 17:10:00
უკრაინის მიმართულებით უკვე ექსპორტირებულია 600 ტონა ხურმა. ხილის ბორანზე დატვირთვის პროცესს დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ეს იმ ფონზე, როცა ფერმერების რეალიზაციის პრობლემას უჩივიან. ბორანი, უკრაინის მიმართულებით 800 ტონა ხურმის გადაზიდვას განხორციელებს. ბათუმის პორტიდან გემი ''კაუნასი'' კვირაში ორჯერ (პარასკევს და კვირას) გავა. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით მოსალოდნელი მოსავალი 2ათას 700 ტონას შეადგენს.