22, ოქტომბერი 2019 16:59:00
საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს ათას 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 ათას ლარს აღემატება. ტარდება ექსპერტიზა. მიმდინარეობს გამოძიება.